სვანი და მეგრელი უყურებენ რემბოს კინოს და ის მომენტია, როცა რემბო ერთი კლდიდან უნდა გადახტეს მეორეზე – მეგრელი: მოდი დავნიძლავდეთ რო გადახტება – სვანი: კაი, დავნიძლავდეთ დანიძლავდნენ და რემბო მართლაც გადახტა – მეგრელი: რა შტერი ხარ რა, ვერ მიხვდი რო ნანახი მქონდა და ვიცოდი რო გადახტებოდაააა? – სვანი: ნანახი მეც მქონდა, მარა მეორედაც თუ გარისკავდა აღარ მეგონა.
ძუკუ მეგობრებთან ტრაბახობს: - მოკლეთ, სახლში რწყილი არ გავახარე ! . . - რავა,შე კაცო ! ? - ზამთარში ბუხარს არ ვანთებ და ზაფხულში სარდაფში მძინავს ! - ჰმ. თვითონ რწყილს არ გაუხარებიხარ, შე საცოდავო ! . . .
მეგრელი ტუალეტში რიგში დგას. ძალიან გაუჭირდა, ვეღარ მოითმინა და უკან მდგომს ჰკითხა: - რა ვქნა, ძალიან მიჭირს? უკან მდგომმა დაარიგა: - შენს წინ მდგომს ჯიბე გაუწიე და შიგ ისაქმე... - უი, რას ამბობ, რომ გამიგოს?! - შენ გაიგე რამე? - ჰკითხა დამრიგებელმა..
მეგრელს უფროსი ეკითხება: - რატომ არ იყავი სამსახურში? - კბილი მტკიოდა ნამეტანი, წამალმაც არ მიშველა. - ეგ მიზეზი არ არის. მე კბილი რომ მტკივა, ცოლს ჩავეხუტები და მირჩება. - ბოდიში, ბატონო, მასე ახლოს არ ვარ თქვენს ცოლთან...